Saturday, September 17, 2011


1.პროექტის სახელწოდება–სოციალურად დაუცველი მოსწავლეების დახმარება.
2.პროექტის მთავარი იდეა–სახელმძრვანელოებისა და სასწავლო ნივთების შეძენა.
3.პროექტის მიზანი–მოსწავლეებში დამოუკიდებელი მუშაობის, თანამშრომლობის, ურთიერთდახმარების უნარ– ჩვევის გამომუშავება.
4.მოსწავლეთა ასაკი–8–9 წელი.
5. შესრულების ვადა–ერთი თვე.
6. მოსალოდნელი შედეგები–მოსწავლეებისათვის სტიმულის მიცემა,აკადემიური მოსწრების ამაღლება.
7.საჭირო რესურსები–სახატავი ფურცლები, ფანქრები ფერადი, ფლომასტერები,საღებავები,
პლასტილინი, ფერადი ქაღალდები,წებო, ქსოვილი, საქარგავი ძაფები.
8. პროექტის მსვლელობა–I.მოსწავლეთა მოტივაცია. გავაცნობ პროექტის მიზანს, რომ სოციალურად დაუცველ ორ მოსწავლეს სჭირდება დახმარება,უნდა შეიძინონ სახელმძღვანელოები და სასწავლო ნივთები,რათა ამაღლდეს მათი აკადემიური მოსწრების დონე.
II. დავყოფ მოსწავლეებს ჯგუფებად და დავგეგმავთ ერთად რა სახის ნამუშევრები უნდა შექმნან,რომ შესაძლებელი იყოს მათი გამოფენა–გაყიდვა..
III. სავარაუდო ჩამონათვალი: –დახატონ პეიზაჟები. გამოძერწონ საგნები. გააკეთონ აპლიკაციები. დაქარგონ ქსოვილზე.
IV. პრეზენტაცია მშობლებისათვის პროექტის დასრულების შემდეგ მოვიწვევთ მშობლებს და გავაცნობთ თითოეული ჯგუფის ნამუშევარს.
V.ნამუშევრების გამოფენა გაყიდვა.
მშობელთა ინიციატივით ხდება ნამუშევრების შესყიდვა.
VI. მშობელთა აქტივის და მოსწავლეთა თვითმმართველობის დახმარებით მოვახდენთ მოსწავლეებისათვის სასწავლო ნივთების შეძენას.
9.პროექტის ხელმძღვანელი –რუსუდან ვაშაკიძე.
10.ელ. ფოსტა –r.vashakidze8@gmail.com